SpaceX-ი მარსზე ხომალდის დაჯდომის ადგილს NASA-სთან ერთად არჩევს

322 0

მარსზე გამგზავრების ზუსტი დეტალები ამ დროისათვის უცნობია, მაგრამ ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა ამ მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგა.

კერძო კოსმოსური კომპანია ამჟამად აშენებს 56 მეტრი სიგრძის ხომალდს, სახელად Starship-ი, რომელმაც წლების შემდეგ ადამიანები წითელ პლანეტაზე უნდა წაიყვანოს. იმისათვის, რათა მარსზე დაჯდომის ადგილი შეარჩიოს, SpaceX-ი აქტიურად სწავლობს წითელი პლანეტის გარშემო მოძრავი NASA-ს ხომალდის, Mars Reconnaissance Orbiter-ის მიერ გამოგზავნილ ფოტოებს.

დაჯდომის ექვსი სავარაუდო ადგილის მოზაიკა
დაჯდომის ექვსი სავარაუდო ადგილის მოზაიკა

ცნობილი ხდება, რომ ვ-ი მარსზე დაჯდომის ადგილს NASA-ს მონაცემებში ჯერ კიდევ 2017 წლიდან არჩევს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, კომპანიამ არჩევანი შეარჩია ვრცელი ვაკებით დაფარულ რეგიონზე, რომელსაც არკადია-პლანიტიას უწოდებენ. დაჯდომის ექვსი პოტენციური ადგილიდან ხუთი სწორედ ამ რეგიონშია მოქცეული.

წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ვაკეები ზედაპირქვეშ შეიძლება დაფარული იყოს დიდი ოდენობით თხელი ყინულის ფენებით. რა თქმა უნდა, ამ წყალს უდიდესი მნიშვნელობა ექნება მარსზე ჩასულ ადამიანთა წყალმომარაგებისათვის, გამოდგება რაკეტის საწვავად დედამიწაზე უკან დასაბრუნებლად. გარდა ამისა, ვაკიანი რეგიონი ხომალდის დასაჯდომად ბევრად ხელსაყრელია, ვიდრე კლდეებითა და მთებით დაფარული ზონები.

აღსანიშნავია ისიც, რომ არკადია-პლანიტია განლაგებულია თბილ განედზე, სადაც კლიმატი მარსის სხვა რეგიონებთან შედარებით უფრო რბილია. დაბალი მდებარეობა ნიშნავს მაღალ წნევასაც, რამაც შეიძლება მკაცრი რადიაციისგან დამცავი ბარიერი აღმოჩნდეს.

SpaceX-ის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებით, პირველ ორბიტულ მისიას ხომალდი Starship-ი 2020 წლის დასაწყისში სცდის, მარსისკენ კი 2022 წლისთვის გაემართება.