Tesla Cybertruck-ისა და Ford F-150-ის „ძალების ბრძოლა“ სავარაუდოდ არათანაბარ პირობებში ჩატარდა

947 0

ფუტურისტული დიზაინით, საკმაოდ ხელმისაწვდომი საწყისი ფასითა თუ შთამბეჭდავი გარბენის მანძილით, ამ დღეებში თითქმის ყველგან Tesla Cybertruck-ზე მიდის საუბარი. ელონ მასკი რა თქმა უნდა, ცდილობს, ასეთი დღეებმა რაც შეიძლება დიდხანს გასტანოს.

ახალი ელექტრო პიკაპის პრეზენტაციაზე კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ურყევი კონკურენტული ბრძოლის (tug of war) ამსახველი ვიდეოც წარმოადგინა. ლაივ-სტრიმის შემდეგ ეს ვიდეო გაქრა, მაგრამ გუშინ ღამით ის სოციალურ მედიაშიც გამოჩნდა.

კლიპის მიზანია წარმოაჩინოს, თუ რამდენად უფრო ძლიერია Tesla-ს ახალი მანქანა ამერიკის საუკეთესოდ გაყიდვად ავტომობილზე. აშკარაა, რომ ვიდეოში ასახულია ელექტრომობილის საშუალო ან მოწინავე სპეციფიკაციების მქონე ვარიანტი, რადგან მას ოთხივე თვალი წამყვანი აქვს. Tesla Cybertruck-ს ორი ძრავი აქვს, Ford F-150-ს კი სამი ძრავის ნაკრები, რასაც გასაოცარი ოდენობის მაბრუნი მომენტიც უნდა ჰქონდეს.

თუმცა, ვიდეოში ჩანს, რომ Ford F-150-ს მხოლოდ უკანა თვლები უბრუნავს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოყენებული არ არის ოთხივე წამყვანი თვლის სისტემის მქონე მოწინავე ვარიანტი; ეს კი საკმაოდ არასამართლიანია ურყევი კონკურენტული ბრძოლისთვის. ასევე გასათვალისწინებელია წონა, რაც სავარაუდოდ Cybertruck-ის მხარს არის, რადგან ის სავარაუდოდ რამდენიმე ასეული კილოგრამით მეტია.

გამომდინარე აქედან, ელექტრო პიკაპის სასარგებლოდ ბალანსის გადახრა აჩენს კითხვას, იყო თუ არა ამ ორ მანქანას შორის ბრძოლა სამართლიან პირობებში. თქვენ რას ფიქრობთ?