ილონ მასკის განცხადებით, Tesla Cybertruck-ს წყალზე ტივტივიც შეეძლება

196 0

ილონ მასკი სრულიად ელექტრო Tesla Cybertruck-ის წარმოებით ძლიერ არის დაინტერესებული; ცოტა ხნის წინ, ამ ავტომობილის შესახებ მან Twitter-ზე კიდევ უფრო მეტი დეტალი გაგვიმხილა.

Rivian R1T-ისგან განსხვავებით, Tesla არ ანიჭებს Cybertruck-ს ყველგანმავალი მანქანის სტატუსს, რომელიც ბრწყინვალე იქნებოდა მათთვის, ვისაც ქალაქგარეთ, ველურ ბუნებაში ხეტიალი სურთ. თუმცა, როგორც ჩანს, მანქანას მაინც ექნება ოფროუდის გარკვეული მახასიათებლები.

როდესაც ფოლოვერმა მასკს Twitter-ზე Cybertruck-ის წყალში გავლის სიღრმის შესახებ ჰკითხა, მასკმა უპასუხა: „დიახ, ის წყალზეც კი იტივტივებს“.

რა თქმა უნდა, ეს განცხადება ძალიან ბუნდოვანია და ბევრს არაფერს ნიშნავს. წყალში ნელა მოძრაობისას ტივტივის უნარი მრავალ მანქანას აქვს და ბევრ მათგანს ტივტივი რამდენიმე წუთის განმავლობაშიც შეუძლია, სანამ თანდათან ჩაიძირება. თუ Cybertruck-მა ტივტივი 30 წამის განმავლობაში შეძლო, ეს სულაც არ იქნება განსაკუთრებით შთამბეჭდავი ქმედება. მაგრამ თუ ის 5 წუთის განმავლობაში ყოველგვარი დაზიანების გარეშე შეძლებს ტივტივს, ეს ნამდვილად შთამბეჭდავი იქნება. მაგრამ თუ ის ისე იტივტივებს, რომ სალონში წყალი საერთოდ არ შევა, ეს კი რეალურად შთამბეჭდავი იქნება.

გასულ კვირაში, მასკმა განაცხადა, რომ Cybertruck-ს ექნება ინოვაციური დინამიკური პნევმატური საკიდრის სისტემა, რომელიც Baja-ს მსგავსად იმოქმედებს. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით უცნობია, Cybertruck-ით Tesla გაეჯიბრება თუ არა Baja 1000-ს, ასეთი მახასიათებელი მაინც ბრწყინვალე იქნება მისი ოფროუდ შესაძლებლობებისათვის.

თუმცა, ერთი რამ, რაც Cybertruck-ს ეკლდება, არის საღებავი. Cybertruck-ს Tesla შეუღებავად გამოუშვებს; ძარა აგებული იქნება ცივად დამუშავებული უჟანგავი ფოლადით. როგორც მასკი აცხადებს, მომხმარებელს მისი შეღებვა სურვილისამებრ, თავად შეეძლება ნებისმიერ ფერში.