Tesla Model S Plaid-ი, რომელსაც საზოგადოება დიდხანს ელოდა, ამერიკულმა ავტომწარმოებელმა ახლახან დააანონსა და როგორც ჩანს, სიჩქარეში ის Lucid Air-ს დაჯაბნის.
ხანდაზმული Model S-ის ახალი ფლაგმანური ვარიანტი აღჭურვილია სამი ელექტროძრავით, რომლებიც ჯამში 1100 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Tesla-ს განცხადებით, 96 კმ/სთ-ს ის 2 წამზე ნაკლებში განავითარებს, 400 მეტრს 9 წამზე ნაკლებში დაფარავს, მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ ექნება. თუ გამოშვების შემდეგ მანქანას მართლაც ასეთი აჩქარების მაჩვენებლები ჰქონდა, ის ისტორიაში ყველაზე სწრაფი საწარმოო ავტომობილი იქნება.
The only thing beyond Ludicrous is Plaid
— Tesla (@Tesla) September 23, 2020
400 მეტრის 9 წამზე ნაკლებში დაფარვით, Model S Plaid-ი უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე Lucid Air-ის მომავალი სამძრავიანი ვერსია, რომელმაც ტესტირებისას 400 მეტრი 9,3 წამში დაფარა.
Tesla Model S Plaid-ი ერთი დამუხტვით 836 კილომეტრს გაივლის. ფასი 139 990 დოლარიდან დაიწყება.
2022 წლის Model S Plaid-ის ოფიციალურ ფოტოებს Tesla ჯერ არ აქვეყნებს.