Toyota მფრინავი მანქანების ბიზნესში 394$ მილიონს დებს

64 0

Toyota-სთვის მფრინავი მანქანები უცხო არ არის, რადგან კომპანიამ ამ მიმართულების სტარტაპს 2017 წელს 386,792$ მისცა.

ამჯერად, Toyota 394$ მილიონს დებს Joby Aviation-ში, აეროკოსმოსურ კომპანიაში, რომელიც მუშაობს სრულიად ელექტრო ვერტიკალურად აფრენა-დაფრენად ხომალდზე.
Toyota-ს ფული ნიშნავს იმას, რომ ის Joby Aviation-ის მთავარი ინვესტორი ხდება.

გარდა მილიონებისა, Toyota კომპანიას გაუზიარებს წარმოების საკუთარ გამოცდილებას, ხარისხსა და ფასების კონტროლს.

ამ დროისათვის ცოტა რამ არის ცნობილი თავად მოდელის შესახებ, მაგრამ როგორც Joby-ს ვებგვერდზე წერია, ეს იქნება ოთხკაციანი საჰაერო ხომალდი, რომელიც 322 კმ/სთ სიჩქარეს განავითარებს და ერთი დატენვით 241 კილომეტრს დაფარავს. Toyota-ს განცხადებით, დიზაინი თანხვედრაში მოვა საჰაერო ტრანსპორტის მოთხოვნებთან და მგზავრები ისარგებლებენ ავიაციის ბენეფიტებით ურბანულ ცენტრებში და ამ ცენტრებს შორის.

პარტნიორობის მიმართ საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი Toyota-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი აიკო ტოიოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ საჰაერო ტრანსპორტი Toyota-ს უკვე დიდი ხნის მიზანია, რომლისკენაც კომპანია ყოველთვის იყურება საავტომობილო ბიზნესის პარალელურად.

ბევრი ადამიანი სვამს კითხვას, თუ რატომ დაინტერესდნენ ავტომწარმოებლები მფრინავი მანქანებით ასე უცბად. Toyota-ს განცხადებით, კომპანია ყოველთვის მიესალმება ახალ ტქნოლოგიებს, რადგან ისინი ცდილობენ, რომ ავტომწარმოებლიდან თანდათან იქცნენ მობილობის კომპანიად.