Toyota-მ ევროპისთვის RAV4 Plug-in ჰიბრიდი წარმოადგინა

51 0

2019 წლის ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე დებიუტის შემდეგ, 2021 წლის Toyota RAV4 Prime კომპანიამ ამჟამად ევროპული სპეციფიკაციებით წარმოადგინა.

ბებერ კონტინენტზე მოდელის სახელი იქნება Toyota RAV4 Plug-in ჰიბრიდი და გარდა ამ დეტალისა, მანქანა თითქმის იგივეა.

RAV4 Plug-in ჰიბრიდი Toyota-ს ევროპის ჰიბრიდულ მანქანათა ხაზის ფლაგმანი იქნება, რომელიც აერთიანებს შთაბმეჭდავ სიმძლავრესა და ეფექტიანობას.

ისტორიაში პირველი Plug-in ჰიბრიდი RAV4 აღჭურვილია Toyota-ს უახლესი ჰიბრიდ-ელექტრული მანქანების ტექნოლოგიით.

სისტემას ჯამში 302 ცხენის ძალა აქვს; მუშაობს 2.5-ლიტრიან Hybrid Dynamic Force ბენზინის ძრავასა და უკან ჩამონტაჟებულ ელექტროძრავაზე. 100 კმ/სთ სიჩქარეს მანქანა დაძვრიდა 6,2 წამში ავითარებს.

გარდა Toyota-ს GA-K პლატფორმისა, RAV4 PHEV-ს აქვს იატაკში ჩამონტაჟებული ლითიუმ-იონური ბატარეების წყება. SUV-ის კიდევ ერთი მახასიათებელია AWD-i ჭკვიანი ელექტრო ოთხივე წამყვანი თვლის სისტემა.

Toyota ბატარეის მოცულობას არ აკონკრეტებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ მხოლოდ ელექტრორეჟიმით მისი გარბენის მანძილი 65 კმ იქნება. SUV-ის მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ ელექტროძრავზე 135 კმ/სთ-ია.

Toyota RAV4 Plug-in ჰიბრიდი ევროპის ბაზარზე წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება.