Volvo ავტონომიური მართვის პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობას აჩქარებს

95 0

Volvo-სა და Veoneer-ის მიერ შექმნილი ერთობლივი საწარმო Zenuity კვლავ ორად გაიყოფა, რათა მისი პოტენციალი გაიზარდოს. Volvo-ს კუთვნილი ნაწილი მოქმედებას 2020 წლის მესამე მეოთხედში დაიწყებს და ფოკუსირებას მოახდენს ავტონომიური მართვის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებასა და კომერციალიზაციაზე.

პროგრამულ უზრუნველყოფას Volvo-ს SPA2 არქიტექტურაზე დაფუძნებულ შემდეგი თაობის მანქანებში გამოიყენებენ.

„Volvo-ს ვალდებულია შემდეგი თაობის მანქანებში უზრუნველყონ უსაფრთხო, უკონტროლო ავტონომიური მართვა მაგისტრალებზე. მთლიანად ამ საკითხზე ფოკუსირებული ახალი კომპანია ამ ამბიციის რეალობად ქცევის საშუალებას მოგვცემს“, — ამბობს კომპანიის აღმსარულებელი დირექტორი ჰაკან სამუელსონი.

ახალი შეთანხმების მიხედვით, Zenuity-ს ოპერაციები და სამუშაო ძალა განთავსდება შვედეთის ქალაქ გოტენბურგსა და ჩინეთის ქალაქ შანხაიში, გადაკეთდება Volvo-ს კუთვნილ ახალ კომპანიად. Zenuity-მ უკვე შექმნა ძლიერი პროგრამული უზრუნველყოფა მძღოლის დამხმარე და თვითმართვადი მოწინავე სისტემებისათვის.

„ახალი კომპანია შექმნის ავტონომიური მართვის უსაფრთხო და მოწინავე პროგრამულ უზრუნველყოფას. გვჯერა, რომ მომავალში ავტონომიური მართვის მხოლოდ რამდენიმე გლობალური პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმა იქნება. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მათ შორის საუკეთესო“, — ამბობს Zenuity-ს აღმასრულებელი დირექტორი დენის ნობელიუსი.

შარშან, შვედეთის ტრანსპორტის სააგენტომ Zenuity-ს თვითმართვადი ტექნოლოგიის ტესტირების უფლება მისცა საჯარო გზებზე, მათ შორის მაგისტრალებზე.

Volvo-ს მიზანია, თვითმართვადი ავტომობილების გაყიდვა 2021 წლის შემდეგ დაიწყოს, 2025 წლიდან კი მისი გაყიდვების მესამედი სწორე ასეთ მანქანებზე მოდიოდეს.