Volkswagen Group-ის ხელმძღვანელს სჯერა, რომ Apple შეიძლება ავტოინდუსტრიაში მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს

924 0

VW Group-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჰერბერტ დისს სჯერა, რომ ტექნოლოგიური გიგანტები ავტომწარმოებლის წინსვლისთვის უფრო მეტ გამოწვევებს ფლობენ, ვიდრე ტრადიციული კონკურენტები.

გასულ კვირაში, დისმა დასახა გეგმა, რომლის მიხედვითაც, Volkswagen-ის მასიურმა ქარხანამ ვოლფსბურგში უნდა აჯობოს Tesla-ს გიგასაწარმოს ბერლინში. ეს უკანასკნელი გარშემო იკრებს ინჟინრებს, მუშებს და საბოლოოდ მომხმარებლებს არც მეტი, არც ნაკლები, გერმანული ავტომწარმოებლის მშობლიურ მიწაზე.

Bloomberg-ის ცნობით, ცოტა ხნის წინ VW-ის ბოსმა Linkedin-ზე განიხილა მანქანების ინდუსტრიაში ტექნოლოგიური გიგანტების შესვლის საკითხი. როდესაც მას ჰკითხეს Apple-ის მიერ მანქანების წარმოების შესაძლებლობა, დისმა აღნიშნა:

„ჩვენ ველოდებით ახალ კონკურენტებს, რომლებიც ჩვენს ინდუსტრიაში ცვლილებებს დააჩქარებენ და ახალ უნარებს მოგვიტანენ. დაუჯერებელი ღირებულება და რესურსებზე პრაქტიკულად შეუზღუდავი წვდომა ჩვენში დიდ პატივისცემას აღძრავს“.

დისის თქმით, მსოფლიოს ყველაზე ღირებული კომპანია კვლავ მობილობის კომპანია იქნება, რომელიც შეიძლება იყოს Tesla, Apple ან Volkswagen-ი.

გასულ თვეში ჰერბერტ დისს ავტომწარმოებლის სამეთვალყურეო საბჭომ კვლავ ნდობა გამოუცხადა და ახლა მას უკვე თავისუფლად შეუძლია ფოკუსირდეს VW Group-ის ელექტრომობილთა ხაზზე ისეთი ახალი მოდელებით, როგორებიც შეიძლება იყოს ID.4 ქროსოვერი, Audi e-tron GT და Porsche Taycan Cross Turismo.

რაც შეეხება Apple-ს, ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ კვლავ განახლდა მუშაობა მანქანის პროექტზე სახელად Project Titan-ი, რომელმაც შეძლება, დღის სინათლე 2024 წელს იხილოს. Reuters-ის ცნობით, მანქანის ბატარეა შეიძლება ერთუჯრედიანი იყოს, რაც მნიშვნელოვან ადგილს გამოათავისუფლებს.