Volkswagen-ი 2020 წლის პარიზის ავტოშოუს არ დაესწრება

143 0

გასული რამდენიმე წლის განმავლობაში უკვე ვიხილეთ, როგორ შემცირდა ავტომწარმოებელთა ინტერესი ტრადიციული ავტოშოუებისადმი. ყველაფერი კი დრამატული შედეგისკენ მიდის — ავტოშოუების ეპოქის შესაძლო დასასრული.

რატომ? უბრალოდ იმიტომ, რომ ავტომწარმოებელთათვის რთულია მილიონების ხარჯვა დასასწრებად, როცა გაცილებით ნაკლებ თანხებად საკუთარი ღონისძიების მოწყობაც შეუძლიათ. როგორც ჩანს, სწორედ ასეთია Volkswagen-ის მიდგომა 2021 წლის პარიზის ავტოშოუსადმი, რომელსაც შეიძლება, ის საერთოდ არ დაესწროს.

ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. გამოცემა AutoActu ესაუბრა VW ბრენდის საბჭოს აღმასრულებელი წევრს, ჯურგენ სტაკმენს. როდესაც ჟურნალისტმა მას ჰკითხა, იქნება თუ არა VW წარმოდგენილი პარიზის ავტოშოუზე, მან უპასუხა, რომ სავარაუდოდ არა, რადგან წელს ეს გეგმებში არ შედის.

2018 წლიდან, პარიზის ავტოშოუს აღარ სწყალობენ აღარც ისეთი ავტომწარმოებლები, როგორებიცაა Bentley, Mini, Opel, Volvo, Alfa Romeo, Fiat, Mazda, Mitsubishi, Nissan, Subaru, Ford და Jeep-ი.

აღსანიშნავია, რომ Volkswagen Group-ი ერთადერთი არ არის, რომელმაც წელს მნიშვნელოვან ავტოშოუზე თქვა უარი. Lamborghini-ს ოფიციალური განცხადებით, წელს ის ჟენევის მოტორშოუს არ დაესწრება.