Volkswagen-ი ახალი Golf GTD-ის თიზერს აქვეყნებს — მოდელის პრემიერა მარტში შედგება

178 0

მარტში, ჟენევის მოტორშოუ ახალი თაობის VW Golf GTD-ს უმასპინძლებს. ავტომწარმოებლის განცხადებით, ეს იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა შიგა წვის ძრავა, რაც მისი ახალი ორმაგი დოზირების შეფრქვევის ტექნოლოგია SCR-ის დამსახურებაა.

ამბობენ, რომ საერთო ჯამში ამ მანქანაში ჰარმონიაში იქნება Golf GTD-ის საიმედო დინამიკურობა, მაღალი ეფექტიანობა და ცოტა გამონაბოლქვი. რაც შეეხება დიზაინს, ის ასახავს დინამიკურობისა და თავდაჯერებულობის კომბინაციას.

როგორც ადრე, ახალი GTD ახლაც დიზელის ფლაგმანი მოდელი იქნება ახალი Golf-ის დიაპაზონში; აღჭურვილი იქნება VW-ის დიდი ტრადიციის მქონე დიზელის ძრავებით — სულ პირველმა Golf GTD-მა დღის სინათლე 1982 წელს იხილა.

გერმანული ავტომწარმოაბლის ცნობით, ახალი Golf GTD-ის TDI-ს ძრავა მნიშვნელოვნად ოპტიმიზდა, კიდევ უფრო შემცირდა CO2-ის გამოყოფის მაჩვენებელი, გაუმჯობესდა მგრძნობელობა. ამავე დროს, ზემოთ ხსენებული ორმაგი დოზირების სისტემა SCR-მა AdBlue-ის შეფრქვევის ტექნოლოგიასთან ერთად, მნიშვნელოვნად შეამცირებს გამონაბოლქვს წინა თაობის GTD-სთან შედარებით.

ამ ეტაპზე, VW-ი ამ მოდელის შესახებ ბევრ რაიმეს მალავს. ამ თიზერ ფოტოსთან ერთად გამოქვეყნებული ერთადერთი ინფორმაცია დაქოქვის ღილაკს ეხება, რომლის ინიცირებაც ხდება სრულიად გაციფრულებული სალონის პულსირების ღილაკით.