Volkswagen-ი ახალი ID-ის კონცეპტს 19 ნოემბერს წარმოადგენს

198 0

Volkswagen-ის განცხადებით, ახალი ID-ის კონცეპტის პრეზენტაცია 19 ნოემბერს შედგება.

დეტალების გამხელისგან კომპანია თავს იკავებს და განცხადებასთან ერთად გამოქვეყნებული ფოტო შარშან წარმოდგენილი ID Vizzion-ის კონცეპტის მონახაზია.

მანქანის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, მაგრამ როგორც კომპანია აცხადებს, მისი პრეზენტაცია ლოს-ანჯელესში, პეტერსენის საავტომობილი მუზეუმში მოხდება „ელექტრული მომავლის მშენებლობის“ მხარდასაჭერად. გამოფენა საჯაროდ 20 ნოემბერს გაიხსნება და ხაზს გაუსვამს ბენდის გეგმებს, რომ გახდეს ელექტრომობილების მოწინავე მწარმოებელი.

გამოფენა ხუთ ოთახში განთავსდება და ვიტრინებში წარმოდგენილი იქნება Volkswagen-ის MEB პლატფორმა და მისი შექმნის ისტორია.

დამთვალიერებელი ნახავს ამ პლატფორმის მოქნილ ბუნებას და იმ სხვადასხვა ავტომობილებს, რომლებშიც ის იქნება გამოყენებული.

Volkswagen-ი არაფერს ამბობს, ექნება თუ არა ოთახებს ინტერაქციული მახასიათებლები. კომპანიის განცხადებით, გამოიფინება ოთხი ID კონცეპტი. ერთ-ერთ ოთახში დამთვალიერებლებს მანქანაში ჩახედვისა და მისი ინტერიერისა და ტექნოლოგიების უკეთ დათვალიერებაც შეეძლებათ.

Volkswagen Design-ის ხელმძღვანელის, კლაუს ბისხოფის განცხადებით, ახალი ID ოჯახის წარმოსადგენად გამოფენა გაცილებით უკეთესი ვარიანტია, ვიდრე ერთგვარი მსოფლიო პრემიერის მოწყობა.