2019 წელს მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი სპორტული მანქანა Ford Mustang-ი იყო

194 0

თუ თქვენც Ford Mustang-ის მხარეს იყავით, არ შემცდარხართ, რადგან ეს მოდელი მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი სპორტული კუპეს ტიტულს 2015 წლიდან ინარჩუნებს, ასე მოხდა შარშანაც.

HIS Markit-ის მონაცემებით, რომელიც ორკარიან და ფიქსირებული სახურავის მქონე მანქანებსა და კაბრიოლეტებს სპორტულ კუპეებად მიიჩნევს, Ford-მა გლობალურად 2019 წელს რეგისტრირებული 102,090 Mustang-ი გაყიდა; გაყიდვები გაორმაგდა საფრანგეთში, თითქმის 50 პროცენტით გაიზარდა გერმანიასა და პოლონეთშიც.

„ვამაყობთ ჩვენი მზარდი Mustang-ის სტაბილური და ჩქარი ვარიანტებით. შვედეთიდან შანხაიმდე, სულ უფრო მეტი ავტომოყვარული იღებს სიამოვნებას და თავისუფლების განცდას ახალი Mustang-ებით. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ უკვე 56 წელია მათ ვემსახურებით და ასე გაგრძელდება“, — აღნიშნა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა 17 აპრილს, მანანის 56-ე იუბილეზე.

აშშ-ში Mustang-ის 12 სხვადასხვა ვერსია იყიდება, მათ შორის არის ოთხცილინდრიანი EcoBoost-ი და V8 GT მოდელები.

ევროპაში Ford- გვთავაზობს Mustang-ის ფასტბეკ და კაბრიოლეტ ვერსიებს 287 ცხენის ძალის მქონე 2.3-ლიტრიანი EcoBoost-ით, თავის ექვსსიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით და 443 ცხენის ძალის მქონე 5.0-ლიტრიანი V8-ს 10-სიჩქარიანი ავტომატური ან ექვსსიჩქარიანი მექანიკური კოლოფით.

მეექვსე თაობის Mustang-ის წარმოება 2014 წელს დაიწყო მიჩიგანის შტატის ფლეტ-როკის საწარმოში, განახლებული ვერსია კი სამი წლის შემდეგ გამოვიდა.