YouTube-ზე 2019 წელს ყველაზე მეტი შემოსავალი 8 წლის ბიჭმა მიიღო— 26$ მილიონი

171 0

8 წლის ტექსან რაიან კაჯის YouTube-ზე არხი, სახელად Ryan’s World-ი აქვს. ვიდეოებში ბიჭუნა სათამაშოების მიმოიხილავს. Forbes-ის მონაცემებით, 2019 წელს ამ არხმა მას 20$ მილიონი მოუტანა და უკვე მეორედ ზედიზედ, წლის ყველაზე შემოსავლიანი იუთუბერი გახდა.

Forbes-მა იუთუბერების შემოსავალი დაბეგვრის გარეშე, რეკლამირების, სპონსორობის, საქონლის გაყიდვისა და სხვა წყაროების მიხედვით დაითვალა.

მესამე ყველაზე შემოსავლიანი იუთუბერი ცერებრალური დამბლის დიაგნოზის მქონე ხუთი წლის რუსი ანასტასია რაზინსკაიაა, რომელსაც YouTube-ზე შვიდი არხი აქვს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე შემოსავლიან იუთუბერებს შორის ხუთი ბავშვია, რომელთა არხებიც ძირითადად ვიდეოთამაშებს ეძღვნება.

ალბათ გასაკვირი სულაც არ არის, რომ YouTube-ზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და შესაბამისად, შემოსავლიანი, ბავშვებზე ფოკუსირებული კონტენტია.

2018 წელს აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 11 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლების 81 პროცენტი შვილებს YouTube-ზე ვიდეოების ყურების უფლებას აძლევს, 34 პროცენტი კი აღნიშნავს, რომ მათი შვილები საიტს რეგულარულად სტუმრობენ.